ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დედაქალაქის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილი-3 II და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
„საბურთალოს რაიონში, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის, კუტუზოვის, ცინცაძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ. ასევე 15:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება პეკინის გამზირის, ბახტრიონისა და კოსტავას ქუჩებზე.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება კრწანისის რაიონში. კერძოდ
კრწანისის ჩიხისა და კრწანისის ქუჩის აბონენტებისთვის.
ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.