კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
დიდგორის რაიონში, სოფელი ტაბახმელას, წავკისის, შინდისის და კოჯრის მცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, კარალეთის, მირცხულავას, დავით ბაქრაძის, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების აბონენტებზე.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირს, ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ერეკლე მეორის მოედანზე, ბამბის რიგის, ტყავის რიგის, რკინის რიგის, სანაპიროს, ერეკლე მეორის, კოტე აფხაზის, შარდენის, თუმანიანის, ეფრემ მცირეს და სიონის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.