თბილისის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე დედაქალაქის საკრებულოში პარასკევს იმსჯელებენ
პარასკევს, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.
მანამდე კი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელობისა და გამგებლობის კანდიდატებს შესაბამის კომისიებში მოუსმენენ, ისევე, როგორც ვიცე-მერისა და მერის ორი მოადგილის კანდიდატურებს.
ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიაწოდა.
ტყემალაძემ კოლეგებს მიმართა, შემჭიდროვებულ ვადებში იმსჯელონ თბილისის მერის კახა კალაძისთვის მთავრობის დამტკიცებაზე.
პარასკევს დედაქალაქის საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე გაიმართება.