თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, მეტროში შეფერხება აღმოფხვრილია.
შეფერხება თბილისის მეტროს პირველ ხაზზე იყო. ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა შეზღუდული იყო ვარკეთილიდან მეტროსადგურ „სამას არაგველამდე“.
ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.