თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი შეფერხებით მუშაობს.
რამდენიმე წუთია, მატარებელი ვაგზლის მოედანზეა გაჩერებული და მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური შეფერხებაა, ადგილზე გასულია ჯგუფი და მოძრაობა რამდენიმე წუთში აღდგება.
აღსანიშნავია, რომ მგზავრებს არ უშვებენ მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“. მგზავრების თქმით, როგორც აქვთ ინფორმაცია, ამის მიზეზი ძაბვის ვარდნაა.