თბილისის მეტროპოლიტენში, სადგურზე „ტექნიკური უნივერსიტეტი“ დღეს მცირე შეფერხება იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი შემადგენლობის კომპრესორის გადახურებას, რის გამოც დაახლოებით ხუთი წუთიანი შეფერხება და სპეციფიკური სუნი დაფიქსირდა.
ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შეფერხება აღმოფხვრილია და მეტროპოლიტენი ჩვეულებივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.