თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს.

ბუაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

მისი კანდიდატურა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარუდგინა.

საკრებულოს დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. საკრებულოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს გომბორის გზაზე, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი მოსწავლეების ხსოვნას.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან.