თბილისის მერიასთან მოძრაობა „შეცვალემ“, „სირცხვილიამ“ და „გაბედემ“ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და გარემოვაჭრეების სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციაზე გარემოვაჭრეებიც იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი რესპუბლიკის მოედანზე გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
„გვაქვს ორი მოთხოვნა: პირველი, რომ გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე 15 იანვრამდე მიეცეთ ვაჭრობის უფლება და მეორე მოთხოვნა არის – უახლოესი ერთი თვის ვადაში გარევაჭრობის რეგულაციის მიღება, რომლის ავტორიც მე გახლავართ და რომლის თანახმადაც, ვაჭრობა შაბათ-კვირის გარდა, სხვა დღეებშიც უნდა იყოს.
თუ კალაძე ორშაბათამდე არ დააკმაყოფილებს ულტიმატუმს და 15 იანვრამდე არ მისცემს გარემოვაჭრეებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას, უკვე მის სახლთან გავმართავთ აქციას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.