ლაშა ჩხარტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია - „საარჩევნო კოვიდმესაფლავეები“ გამართა
ლაშა ჩხარტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია - „საარჩევნო კოვიდმესაფლავეები“ გამართა

„ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ​​მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართა აქცია – „საარჩევნო კოვიდმესაფლავეები“. მან სიმბოლურად მიწა მიიტანა და კანცელარიის შესასვლელთან დაყარა. ამ ქმედებისთვის სამართალდამცველებმა ის 80 ლარით დააჯარიმეს.

„ვადანაშაულებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მის ე.წ. მთავრობას – პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ტიკარაძეს, კალაძეს და სხვებს იმაში, რომ ახორციელებენ საარჩევნო კოვიდგენოციდს. შეგნებულად არ ახდენენ მოქმედებებს, რომელიც შეამცირებდა ავადობას. ჩვენ მოგიწოდებთ, ნუ აირჩევთ კოვიდმკვლელებს, ნუ აირჩევთ ხალხს, რომელიც ხალხს ხოცავს ვირუსით, შიმშილით, გარემოს დაბინძურებით, პოლიციისა და კრიმინალის ხელით. ან ჩვენ პოლიტიკურად დავმარხავთ ივანიშვილსა და მის რეჟიმს, ან ისინი დაგვმარხავენ ჩვენ ფიზიკურად“, – განაცხადა აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილმა.