თბილისის მერიამ ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზები წარადგინა [ფოტო]
13:50, 13.06.2019
თბილისის მერიამ 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, „მზიურში“ ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარადგინა.
მერიამ ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსი 3 აპრილს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კონკურსში სულ 14 პროექტია წარმოდგენილი. გამარჯვებულს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად შერჩეული კომისია გამოავლენს და მისი ქანდაკება გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.