თბილისის მერია - დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს
თბილისის მერია - დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს

დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება გრძელდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი“ მოვლა-პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს ყოველდღიურად რეჟიმში ასუფთავებს, ხოლო მორეცხვის სამუშაოებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, საჭიროებიდან გამომდინარე აწარმოებს.

„თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან მხოლოდ 22 მათგანის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, რაც შეეხება დანარჩენს – გასხვისებულია ან იჯარით არის გაცემული და მათი მოვლა მესაკუთრეების, მოიჯარეების ვალდებულებაა. ამის მიუხედავად, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ 23 მიწისქვეშა გადასასვლელშიც პერმანენტულად ახორციელებს მორეცხვისა და დასუფთავების სამუშაოებს”, – აცხადებენ მერიაში.