თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბის აკადემია გაქურდეს.
„აი დღეს დილას გაქურდული ლოკომოტივის აკადემია. წაიღეს ფეხბურთელების ფორმები, ბურთები, მწვრთნელების ეკიპირება… გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს!“ – წერს ყიფიანი.
ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს.