ნიკა სანდოხაძე სეზონის ბოლომდე ლოკომოტივში რჩება
ნიკა სანდოხაძე სეზონის ბოლომდე ლოკომოტივში რჩება

თბილისის „ლოკომოტივის“ ოფიციალური გევრდის ცნობით, გუნდში ახალწვეულია – 26 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე.

სანდოხაძე 2019 წელს უკრაინიდან ჩამოვიდა და „საბურთალოში“ ჩაირიცხა, სეზონის დასრულების შემდეგ კი კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა.

თუმცა, პანდემიის პაუზის შემდეგ, როდესაც „დინამომ“ ვარჯიში განაახლა, სანდოხაძემ ხელი მოიტეხა, ვერ ვარჯიშობდა და ჩემპიონატის საწყის ტურებში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში არ უთამაშია.

„ლოკომოტივის“ ცნობით, ნიკა სანდოხაძე თბილისის „დინამოდან“ იჯარით სეზონის ბოლომდე დაიმატეს.

26 წლის ფეხბურთელი „ლოკომოტივში“ 2013-14 და 2014-15 წლების სეზონებშიც თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა.