თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიაში ქურდობა მოხდა

15:27, 01.06.2019

თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბის აკადემია გაქურდეს.

„აი დღეს დილას გაქურდული ლოკომოტივის აკადემია. წაიღეს ფეხბურთელების ფორმები, ბურთები, მწვრთნელების ეკიპირება… გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

მსგავსი