„ლოკომოტივის“ მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაიზარდა
„ლოკომოტივის“ მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაიზარდა
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მორიგი სათამაშო დღე თბილისში გამართული მატჩით დასრულდა – „ლოკომოტივმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ქულა გაინაწილა.
ანგარიში თბილისელებმა 62-ე წუთზე გახსნეს: ბექა დარცემელიას გადაცემის შემდეგ გიორგი გაბაძემ ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით გახსნა – 1:0. მე-80 წუთზე გოლის გატანას ხელი ისევ გაბაძემ შეუწყო, ოღონდ საკუთარ კარში – საჯარიმოში თელაველთა თავდამსხმელს, ლაშა კოხრეიძეს ხელი კრა და „ლოკომოტივის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ირაკლი რუხაძემ უნაკლოდ გამოიყენა – 1:1.
საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა და შვიდი ტურის შემდეგ „თელავი“ 10 ქულით მეოთხეადგილსოან ბათუმის „დინამოს“ დაეწია, ხოლო „ლოკომოტივი“ ზედიზედ მეხუთე ტურია ვერ იგებს. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა ცხრა ქულით „სამტრედიას“ გადაასწრეს და მეექვსე პოზიციაზე დაწინაურდნენ.
ტურის ცენტრალური შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება. გორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ „დილა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.
დატოვე კომენტარი