სოსო ფრუიძემ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა
სოსო ფრუიძემ თბილისის „ლოკომოტივი“ დატოვა

თბილისის „ლოკომოტივისა“ და სოსო ფრუიძის თანამშრომლობა შეწყდა, გამოცდილმა მწვრთნელმა კლუბი დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია „ლოკომოტვის“ ვებ-გვერდმა გაავრცელა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ „ლოკომოტივი“ დატოვა. კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“ – წერია „ლოკომოტივის“ განცახდებაში.

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად ფრუიძე 30 მარტს დაინიშნა. მან სულ ორი შეხვედრა ჩაატარა – ერთი ფრედ დაასრულა, ერთი წააგო და გუნდს დაემშვიდობა.