ირაკლი ბუღრიძე - იმედია, „ლოკომოტივთან“ მოვიგებთ და გავხდებით ლიდერები
ირაკლი ბუღრიძე - იმედია, „ლოკომოტივთან“ მოვიგებთ და გავხდებით ლიდერები

დღეს, 3 ივნისს, ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისური დერბი გაიმართება – „დინამო“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 21.00 საათზე დაიწყება.

თბილისის „დინამოს“ შემტევმა, მესამე ტურის გამორჩეულმა ფეხბურთელმა ირაკლი ბუღრიძემ, ჩატარებულ და დღეს გასამართ მატჩებზე ილაპარაკა.

„სასიამოვნოა, რომ სეზონის განახლების შემდეგ პირველი შეხვედრა „საბურთალოსთან“ 3:0 მოვიგეთ. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ „დინამოს“ შემადგენლობაში პირველი გოლი გავიტანე და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე“ – ამბობს ბუღრიძე.

22 წლის თავდამსხმელმა კომენტარი თბილისის „ლოკომოტივთან“ დღევანდელ შეხვედრაზეც გააკეთა.

„თბილისის „ლოკომოტივთან“ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. დიდი იმედი მაქვს, რომ მორიგ სამ ქულას მოვიპოვებთ და ეროვნულ ლიგაში ლიდერები გავხდებით“ – აცხადებს თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი.

ტურის ცენტრალური შეხვედრის წინ „ლოკომოტივს“ 7 ქულა აქვს და ეროვნული ლიგის გათამაშების ლიდერია, ხოლო „დინამო“ 5 ქულით მეორე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი