ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს დედაქალაქის ხუთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდგორის რაიონში 14:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფლების – ტაბახმელასა და შინდისის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ავთანდილის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის, სავანელის, გერგეთისა და შხეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 13:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანქტ-პეტერბურგისა და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ნავთლუღის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და რთველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში კი 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, ჩახავას, ჩხეიძის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.