კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონში, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში, ალექსიძის, კარტოზიას და თამარაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, დაბა ახალდაბის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
ნაძალადევის რაიონში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩებზე ელექტროენერგია
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.