გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18;00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, იაშვილის და ლეონიძის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ გრიშაშვილის, გორგასლის, შუშინის, ბააზოვის და ფირდოუსის ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, მოსკოვის გამზირის მოსახლეობას ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, ჩიქოვანის, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, დელისის და ზალდასტანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.