თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ხუთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, გლდანის მასივის I მიკრორაიონში (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ნოზაძის ქუჩებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება, საუბარია პეკინის გამზირზე, მიცკევიჩის, გამრეკელის და ცაგარელის ქუჩებზე.

ასევე 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ანტონოვსკაიას და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგია ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლებს შეუწყდებათ.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ლისის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, მუხრან მაჭავარიანის, თოფურიძეს, გოძიაშვილის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ინტენსიფიკაციის ქუჩებს.

ვაკის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, რამიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის 34-ის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, გიორგი სააკაძის, რევაზ ურიდიას, ქავთარაძის, ეროსი მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩებზე.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ელექტროენერგია შეწყდება მთაწმინდის რაიონშიც. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება შატბერაშვილის ხევის, ბარნოვის, ჭოველიძის, ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, გოგებაშვილის, ნინო ჟვანიას, რამაზ შენგელიას, მთაწმინდის, მესხის, ყიფიანის, ვეძინის და ბესიკის ქუჩებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.