ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის, კერძოდ პეკინის გამზირის, გაგარინის, შარტავას, იმედაშვილის, ქანთარიას, ლვოვის, ყუშიტაშვილის, დარასელიას, ონიაშვილის და მგალობლიშვილის ქუჩებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ. შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩასაც 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ასევე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩებზეც.
კრწანისის რაიონს, კერძოდ კრწანისის, გულიას და მეფე სოლომონ II ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ.
შეზღუდვა გავრცელდება დიდუბის რაიონშიც – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას. ასევე 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება: წერეთლის გამზირის გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებსაც.
ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩებს მაცხოვრებლებს. ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეეზღუდება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება ნაძალადევის რაიონშიც, კერძოდ ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.