თბილისის ისტორიის მუზეუმში საულიუს პაუკშტისის ფოტოგამოფენა გაიხსნება
თბილისის ისტორიის მუზეუმში საულიუს პაუკშტისის ფოტოგამოფენა გაიხსნება სახელწოდებით – „ვილნიუსის სცენები – ვან დაიკის ყავისფერი პრინტები“.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობით ტარდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები, რომლებიც ასახავენ ვილნიუსის შენობებსა და კომპოზიციებს შუა საუკუნეებიდან, დაბეჭდილია ვან დაიკის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაპატენტდა.
ხელნაკეთი ქაღალდი იფარება ვერცხლის ნიტრატის შემცველი ემულსიით, რომელიც შემდგომ თავსდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ. ეს ტექნოლოგია მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების პროპორციებისა და ქაღალდის ხარისხის მიმართ. ამ კომპლექსური პროცესის დამსახურებით, თითოეული პრინტი უნიკალურია და ქაღალდის ტექსტურა მათ თითქოს გრაფიკული ნამუშევრების იერსახეს აძლევს.
გამოფენა გაიხსნება 12 ივნისს,18:00 საათზე და გაგრძელდება 18 ივნისამდე. გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.