ფოტოგამოფენა „ქალების ამბები რელიგიური თემებიდან“ გაიხსნა
ფოტოგამოფენა „ქალების ამბები რელიგიური თემებიდან“ გაიხსნა

პროექტის „გვაქვს უთვალავი ფერითა“ ფარგლებში ფოტოგამოფენა – „ქალების ამბები რელიგიური თემებიდან“ გაიხსნა.

გამოფენა მიზნად ისახავს სხვადასხვა რელიგიური თემის ქალთა სახეების ასახვას. ფოტომასალა 10 ქალის განსხვავებულ ისტორიას ასახავს რელიგიური კუთვნილებითა და განსხვავებული გამოცდილებით.

პროექტის ორი ეტაპი 2014 და 2018 წლებში განხორციელდა. პირველი ფოტოგამოფენა მრავალფეროვნების სახეებს ეძღვნებოდა, მეორე გამოფენა – რელიგიურ შენობა-ნაგებობებს.

პროექტი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

გამოფენა „ქალების ამბები რელიგიური თემებიდან“ 21 ივნისამდე გაგრძელდება.