თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა - „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“ გაიხსნება
თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა - „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“ გაიხსნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს გამოფენა – „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები“ გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დრონით გადაღებული ფოტოები, რომლებიც ევროპულ ქალაქებსა და მათ ცნობილ მოედნებს ასახავს.

გამოფენას დატვირთვა არქიტექტურული და ანთრპოლოგიურია, ვინაიდან მოედანი გააზრებულია საცხოვრებელ ადგილად, სივრცედ, სადაც ერთმანეთს ერწყმის საზოგადოება და ქალაქის ისტორია.

პროექტის ავტორია კატალინ დ. კონსტანტინი, რომელიც ბუქარესტის უნივერსიტეტში ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიას ასწავლის. მან გამოსცა მრავალი ფოტოგრაფიული ნაშრომი წიგნის სახით, რომლებიც ეძღვნება რუმინეთის კულტურულ მემკვიდრეობას. ასევე ავტორმა არაერთი გამოფენა მოაწყო, როგორც რუმინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დატოვე კომენტარი