თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შეშელიძის (ნაწილობრივ), ფეიქრების (ნაწილობრივ) და წყალსადენის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებზე.

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირსა და კახიძის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.

სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდალის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და რუისის ქუჩების აბონენტებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დიღმის სასწავლო მეურნეობის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.