თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის ექვს რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში, მეფე ფარნავაზის გამზირის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10, მე-11, მე-12 კილომეტრების (ნაწილობრივ), ჭიაურელის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების აბონენტებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება 26 მაისის მოედანზე, დოლიძის და ბალანჩივაძის ქუჩებზე.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ბერიტაშვილის, ართმელიძის, ჩიქოვანის, მეგრელიძის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებსაც.

მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ გორგასლის, გრიშაშვილის და გულუას ქუჩებს.

ისნის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I და II კვარტლების, აჩაბეთის და ვაზის ქუჩების მცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება კახეთის გზატკეცილზე და რამიშვილის ქუჩაზე.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის III კვარტლის, კერესელიძის, კახიძის, აგლაძის და ხოშარაულის ქუჩების აბონენტებზე.

ნაძალადევის რაიონში დენის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის; თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ჟღენტის, სვირის, ლუბოვსკის, მირზაანის, ავიაქიმიის, კურსების, ზეკარის, სანავარდოს, კიშინიოვის, ახტალის, ბუგეულის, დარკვეთის, ლისაშვილის, მაჩხაანის, ლაითურის, წერონისის, თორდიას, ჩარგლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონებში და რაფიელ დვალის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეწყდება. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დენი შეწყდება კახეთის გზატკეცილზე და ქიზიყის ქუჩაზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.