თბილისის „დინამოს“ ვიცე-კაპიტანი – შესაძლოა, ირანში წავიდე
თბილისის „დინამოს“ ვიცე-კაპიტანი – შესაძლოა, ირანში წავიდე

საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ეროვნული ლიგის კლუბებში სატრანსფერო სიახლეების დრო დადგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ ლიგაში გადმოსული „რუსთავი“ თბილისის „დინამოს“ მცველით, ვიცე-კაპიტან ლაშა თოთაძით გაძლიერდება. 29 წლის თოთაძემ კი პირველ არხთან სხვა დაინტერესებული კლუბიც ახსენა.

„ჩემი ტრანსფერი 31 დეკემბრამდე „დინამოს“ ეკუთვნის და მისი ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია. შემოთავაზება ნამდვილად იყო – არამხოლოდ „რუსთავიდან“, არამედ, სხვა კლუბებიდანაც, მათ შორის ირანიდან, სადაც კარგი პირობებია. მაგრამ ჯერ „დინამოს“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას უნდა შევხვდე. როცა დამჭირდა, გვერდში დამიდგა და ამ ნაბიჯს მასთან შეუთანხმებლად არ გადავდგამ“, – ამბობს თოთაძე.