თოთაძე „აქტობეში“ საუკეთესოა #1TVSPORT
თოთაძე „აქტობეში“ საუკეთესოა #1TVSPORT

ლაშა თოთაძე ყარაღანდის „შახტართან“ ყაზახეთის ჩემპიონატის მატჩში „აქტობეს“ საუკეთესო მოთამაშე გახდა – ინფორმაციას აქტიუბინსკელთა ოფიციალური ვებგვერდი საერთაშორისო პროგრამა Instat-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მატჩი „აქტობემ“ 0:3 წააგო. კლუბმა საერთაშორისო სტატისტიკური კომპანია InStat-ის მიერ მიწოდებული „აქტობე“-„შახტიორის“ მატჩის მონაწილეთა სტატისტიკა გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ „აქტობეს“ შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშე ლაშა თოთაძე გახდა, რომელმაც instat index-ით 250 ქულა მოიპოვა.

31 წლის ქართველი მცველი საგრძნობლად უსწრებს ტონგო დუმბიას (224) და იური პერცუხს (218). Instat-ის მიხედვით, ლაშა თოთაძის პასების 86% ზუსტი იყო (59-დან 51). მოიგო ორთაბრძოლების 79% (14-დან 11), გააკეთა სამი წარმატებული ართმევა, ერთხელ წარმატებით გააკეთა დრიბლინგიც.

ლაშა თოთაძე „გაგრას“ აღზრდილია. უამრავ კლუბში უთამაშია. იყო „დინამო თბილისის“ კაპიტანი, ბოლოს კი „სამტრედიაში“ გამოდიოდა. იყო საქართველოს ნაკრების წევრი.