მასტერლიგა | ლაშა თოთაძე - სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გავიტანე #1TVSPORT
მასტერლიგა | ლაშა თოთაძე - სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გავიტანე #1TVSPORT

საქართველოს მასტერლიგის (7×7) ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, როსტო ფარცვანიამ და ლაშა თოთაძემ შოტლანდიასთან მოგებული (3:1) მატჩი შეაფასეს და მაროკოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

ლაშა თოთაძე, საქართველოს მასტერლიგის ნაკრების მოთამაშე: „უპირველესად, მინდა, გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, სტადიონზე ძალიან ბევრი ქართველი მოდის. პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. დანარჩენი შემდეგ თამაშებში გამოჩნდება. რაც შეეხება ჩემს გოლს, რაც უნდა იყოს, მსოფლიო ჩემპიონატია და სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი გოლი მეც გავიტანე“.

როსტო ფარცვანია, საქართველოს მასტერლიგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ჩვენი პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს ამოცანა შესრულებულია. ვიცოდით, რომ ირლანდიასთან და შოტლანდიასთან დაძაბული თამაშები გველოდა, მაგრამ სამი ქულა გვქონდა დაგეგმილი და ასეც მოხდა. ბიჭები იდეალურ განწყობაზე არიან, უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ. სასიხარულოა, რომ ტრავმაც არავის აწუხებს. მაროკოსთან დარჩენილ შეხვედრაში კი ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ“.

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ჯერ ირლანდიის ნაკრები დაამარცხა (5:1), შემდეგ შოტლანდიას მოუგო (3:1) და პლეი ოფში გავიდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები მაროკოს წინააღმდეგ გამართავს დ პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. მატჩი 7 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.