თოთაძე ორ გოლში მონაწილეობდა, ლობჟანიძემ სეზონში პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
თოთაძე ორ გოლში მონაწილეობდა, ლობჟანიძემ სეზონში პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ლაშა თოთაძის „ატობემ“ გასვლაზე შოთა გრიგალაშვილის „კიზილჯარას“ ბოლო წუთებზე სძლია და სამი ქულა მოიპოვა.

შოთა გრიგალაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 25-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. რომან ჭანტურია მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა. ლაშა თოთაძე კი „აქტობეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეტევებში ხშირად ერთვებოდა. 76-ე წუთზე მის მიერ შესრულებულ ჯარიმას „კიზილჯარას“ კართან დაძაბულობა და სახიფათო მომენტი მოჰყვა.

90-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, ქართველმა მცველმა წამოიწყო შეტევა, რომელიც დიდარ ჟალმუკანმა გოლით დაასრულა. 90+4-ე წუთზე კი „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთს ფეხი წაკრა, რომელიც ჯერ მისი თანაგუნდელისგან რიფატ ნურმუგამეტს მიუგორდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა – 1:2.

კოსტანაისტობოლის“ თავდამსხმელმა, გუჯა ლობჯანიძემ კი სეზონში პირველი გოლი „ჟეტისუსთან“ გასვლით მატჩში გაიტანა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. 74-ე წუთზე მან მასპინძელთა კარი ეფექტურად აიღო, კარიდან გამოსულ მეკარესა და მცველს დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

ხუთი ტურის შემდეგ „აქტობე“ ცხრა ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ალმატის „კაირატს“ ქულით ჩამორჩება, ხოლო „ატობე“ რვა ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.