გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 9 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) და ბალანჩინის ქუჩის მცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), მინდელის, ძოწის, ნუცუბიძის, დელისის, ზემო ვეძისის, ჯებაშვილის და ნადარეიშვილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში, მუხიანი-2 დასახლების, სოფელი გლდანის, მუხიანი IVა მიკრორაიონის, გლდანის მასივის ა, I მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნავთლუღის დასახლების, სამხედრო დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის, ჭიჭინაძის, ლუკა რაზიკაშვილის, აკაკი ფაღავას, კორნელი სანაძის, ნავთლუღის, ქიზიყის, მშვიდობის, გუგუშვილის, ენუქიძის, ნუგზარ საჯაიას, გუმათჰესის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჯავახეთის, იგოთის, ქებურიას და ხვედელიანის ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IVკვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ აღმაშენებლის გამზირზე (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედანზე (ნაწილობრივ), უზნაძის და რომის ქუჩებზე.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის VI კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, არბოშიკის, სამასი არაგველის, ლეხ კაჩინსკის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებზე.
10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება რიყის ტერიტორიის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ცისკრის, კალატოზის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ფაღავას, ჩეხოვის, ლადო მესხიშვილის, ქედის, ავლაბრის, ვახტანგ მეექვსის, გელათის, მაცეხის, ორხევის, იორის, რუისის, ლაგოდეხის, ლომოურის, ერევნის, გაბისკირიას, სევანის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, ირბახის, ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, ალაზნის, ბაჩანას, ბოროდინის, გონაშვილის, მაჭარის, ხიდისთავის, სპარტაკის, ხივინის, აბდუშელიშვილის, დუშეთის, მეტეხის, არარატის, გიორგი წერეთლის, ალიხანიანის, სამოქალაქოს, საამურის, ურბნისის, არმაზის და დუტუ მეგრელის ქუჩებზე.
მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის, კოსტავას, ბარნოვის და ძმები კაკაბაძეების ქუჩებზე დენი 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება.
კრწანისის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ შეზღუდვა შეეხება კოლმეურნეობის მოედნის, ნადიკვარის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.