თბილისის 171 საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად თბილისის 181-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.
,,მინდა, მიულოცო ყველა აღსაზრდელს და მასწავლებელს სწავლის დაწყება. თბილისის 171-ვე ბაღში განახლდა სწავლის პროცესი და სრულ მზადყოფნაშია თითოეული ბაღი”, – განაცხადა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდა.
ავტორი -
თათია ჩავლეშვილი