თბილისის ბაგა-ბაღებმა მუშაობა განაახლეს
თბილისის ბაგა-ბაღებმა მუშაობა განაახლეს

თბილისის 171 საბავშვო ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად თბილისის 181-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს.

,,მინდა, მიულოცო ყველა აღსაზრდელს და მასწავლებელს სწავლის დაწყება. თბილისის 171-ვე ბაღში განახლდა სწავლის პროცესი და სრულ მზადყოფნაშია თითოეული ბაღი”, – განაცხადა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდა.