თბილისის ანძა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ფერებში განათდა
თბილისის ანძა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ფერებში განათდა.

აღნიშნული უკავშირდება ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას, რომელიც თბილისში იმართება და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს.

რიგით მე-18 ასამბლეა „რადისონ ბლუ ივერიის“ საკონფერენციო დარბაზში იმართება.

ღონისძიება დღეს გაიხსნა და მას EBU-ს წევრი 47 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.