საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის გამოსახატად თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

22:48, 30.06.2024

თბილისის ანძა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, რაც ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის ფერებს წარმოადგენს.

„ამით დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, მხარდაჭერას გამოხატავს ეროვნული ნაკრების მიმართ.

საქართველო-ესპანეთის მატჩამდე წუთები რჩება. მატჩის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი