კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.
„საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
რამდენიმე დღის წინ საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.