თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა

21:49, 12.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

„საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.

მსგავსი