თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
„საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
1950 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითიც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დაფუძნებას.