პაველ ჰერჩინსკი - მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ევროკავშირში ისმოდა შარშან, ზღვა, შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია
პაველ ჰერჩინსკი - მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ევროკავშირში ისმოდა შარშან, ზღვა, შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია

ზღვა, შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლესთან გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს, ტრადიციულად, ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები, წლებია, შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასდროს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე იმავე მიზანს არ ემსახურო. ზღვა, შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს. წინ, საქართველო, წინ, წინ, საქართველო, წინ!“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.