კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა.
„საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების!“ – ასეთია დედაქალაქის მერიის გზავნილი.
საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა. შემდეგ კი, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.