თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

21:49, 03.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში განათდა.

„საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების!“ – ასეთია დედაქალაქის მერიის გზავნილი.

საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა. შემდეგ კი, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.

მსგავსი