თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ მხუთავი აირით მოიწამლა.
მომხდარ ინციდენტს აეროპორტში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე თანამშრომელი მოიწამლა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.