თბილისის აეროპორტის საიმედო ენერგომომარაგებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საიმედო ენერგომომარაგებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილების საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და „თელასმა“ ააშენეს 8.3 კმ-იანი ახალი საკაბელო ხაზი და 35 კვ. ძაბვის ორი სახაზო უჯრედი.
პროექტის მიზანია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი. მათ ისაუბრეს პროექტის განხორციელების აუცილებლობასა და სტრატეგიული ობიექტების საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე.