უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთი რეისი გაუქმდა, ერთი კი გადაიდო, – ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
თბილისში მთელი ღამის განმავლობში ძლიერი ქარი იყო.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში ქარი შესუსტდება და საღამოს საათებში ჩადგება.