თბილისის აეროპორტიდან ერთი რეისი გაუქმდა, ერთი კი გადაიდო

10:23, 10.01.2018

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთი რეისი გაუქმდა, ერთი კი გადაიდო, – ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.

თბილისში მთელი ღამის განმავლობში ძლიერი ქარი იყო.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში ქარი შესუსტდება და საღამოს საათებში ჩადგება.

 

მსგავსი