თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ტექნოპარკში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გახსნიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებენ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ექსპერტები: მარკო მარნი – Solution Professional Data & AI at Microsoft CEE Multi Country და ირაკლი ბერიძე – გაერო-ს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის ცენტრის ხელმძღვანელი (UNICRI).
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.