თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი - მასწავლებლისთვის სტატუსი არის მოტივაცია, რაც მეტს იშრომებს, დაიმსახურებს სტატუსსაც და მაღალ ანაზღაურებასაც
თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი - მასწავლებლისთვის სტატუსი არის მოტივაცია, რაც მეტს იშრომებს, დაიმსახურებს სტატუსსაც და მაღალ ანაზღაურებასაც

რაც არ უნდა ვისაუბროთ, მასწავლებლისთვის სტატუსი არის მოტივაცია, რაც უფრო მეტს იშრომებს და მიაღწევს, დაიმსახურებს სტატუსსაც და მაღალ ანაზღაურებასაც, – განაცხადა თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თორნიკე გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში სტატუსი და კვალიფიკაცია თანაბრად არის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სტატუსია და ეს საკითხი არის გასაუმჯობესებელი.

„კომპეტენცია, ხარისხი და სტატუსი ერთმანეთთან თანაბრად უნდა იყოს, თუმცა ახლა ჩემთვის რთულია იმის თქმა, როგორ შეიძლება, ამ ეტაპზე გამოსავალი მოვნახოთ. ფაქტია, სისტემა არის გასაუმჯობესებელი. ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ პორტფოლიოთი და შეთითხნილი მტკიცებულებების საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს სტატუსის მომატება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზოგიერთი უფროსი მასწავლებელი უფრო ბევრს აკეთებს, ვიდრე მენტორი და წამყვანი მასწავლებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩართულობით, სამინისტრო შემოგვთავაზებს ისეთ ვარიანტს, სადაც ამ ყველაფრის სამართლიანი გადანაწილება იქნება“, – განაცხადა თორნიკე გვენეტაძემ.