„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 11 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის, ვეძინის, ჩაბალის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და გიგაურის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია შმიდტის, ცაგარელის და ბურძგლას (ნაწილობრივ) ქუჩებზე. 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ჭილაძის, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩებსაც.
გლდანის რაიონის, კერძოდ გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ლიბანის, ანდრონიკაშვილის, სარაჯიშვილის და წერეთლის ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება უფლისციხის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის და ქვალონის ქუჩებზე შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ღრმაღელეს, მექანიზაციის, გვაზაურის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, თმოგვის და კნოლევის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილი-3 ზემო პლატოსა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, შორაპნის II ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
დიდგორის რაიონში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეეხებათ სოფელი შინდისის, ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონის, კერძოდ კი ვანის ქუჩის აბონენტებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
კრწანისის რაიონში, ელეწტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი თელეთის, გორგასლის (ნაწილობრივ) და ღოღობერიძის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების, ვერცხლის, ყავლაშვილის, ალექსანდრე დიუმას და ავლევის ქუჩებს.