„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 10 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:0 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებზე.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება მუხიანის II მიკრორაიონს.
საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღმის აბონენტებს, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე დენი შეწყდება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და ფერმწერთა ქუჩაზე. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ იოსებიძის, ხვიჩიას, კოსტავას და შარტავას ქუჩებს.
სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის (ორხევი), გახოკიძის, თვალჭრელიძის და პოლიციის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება საქნავთის დასახლების, ლილოს დასახლების, ფეიქართა (ნაწილობრივ) და არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მებაღეობის, ალადასტურის, ჭიჭინაძის, ქიზიყის, რაზიკაშვილის და ენუქიძის ქუჩებზეც.
ვაკის რაიონში, თამარაშვილისა და წყნეთის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ფიფიების, გორის, ვორონინის, ცაბაძის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დიდუბის II შესახვევის მოსახლეობას.
ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება დიდგორის რაიონშიც. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელი შინდისის, ტაბახმელას (ნაწილობრივ) და ოქროყანის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება სოფელი წავკისის, შინდისის (ნაწილობრივ) და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, დიუმას და ოქრომჭედლების ქუჩებზე.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეველეს და 300 არაგველის ქუჩებზე.
11:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება კახეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის, კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩებს დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.
ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის, უზნაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე ელექტროენერგია
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.